მიხეილ ბატიაშვილი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პირველ სამუშაო დღეს, მიხეილ ჩხენკელთან და მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრა გამართა. მათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებელ რეფორმებზე, გეგმებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს, რომელიც ახლო მომავალში ჩამოყალიბდება და ოთხივე მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს უზრუნველყოფს.
მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი ეს ის მთავარი მიმართულებებია, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი რეფორმებით მიღწეული წარმატება საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო.
ყოფილმა მინისტრებმა მიხეილ ბატიაშვილს ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვეს და განმარტეს, რომ ამ სფეროების ერთი უწყების ქვეშ გაერთიანება ყველა მიმართულების ჰარმონიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი