გია ვოლსკი: სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება

0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს.
აღნიშნული განცხადება, დეპუტატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევებში როცა სამართლიანობის აღდგენა ვერ ხდება, ბოდიშის მოხდაა საჭირო.
როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, პროკურატურა, პარლამენტი და კიდევ შესაბამისი უწყებები, ერთად უნდა დასხდნენ და მოიფიქრონ კომპენსაციის რაღაც ფორმა.
„რაღაც ფორმა უნდა მოვიფიქროთ, რომ ასეთ დაზარალებულ ადამიანებს იმედი არ გადავუწუროთ და საბოლოოდ არც ერთს არ უნდა ეთქვას, რომ მორჩა, დამთავრდა არც რესურსი არ გვაქვს და არც სამართლებრივი ბერკეტი რომ თქვენი, ყოფილი ხელისუფლების მიერ დაქცეული მდგომარეობა გამოვასწოროთ. ასეთი იყო, ასეთი აღარ უნდა დაიშვას ერთხელ და სამუდამოდ ხომ შეგვიძლია, რესურსიც გვაქვს, ინტელექტიც. სამართლიანობის აღდგენა უნდა იყოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი