შალვა თადუმაძემ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ საკუთარი ინიციატივა გააჟღერა

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი მოსაზრება წარუდგინა.
თადუმაძე თვლის, რომ ელექტრონული მონიტორინგის დანერგვა ოჯახურ ძალადობას მნიშვნელოვნად შეეწინააღმდეგება.
“ყოველწლიურად ქვეყნდება ოჯახური ძალადობის ძალიან დიდი მაჩვენებელი. თუ კანონმდებლობაში ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ცვლილბებს დამაცავი ორდენის აღსრულების ეფექტური მექანიზმების სახით, რომელიც მსოფლიოში არსებობს ელექტრონული მონიტორინგის თვალსაზრისით და ამ მხრივ ჩემი აზრით, შესაცვლელი ინება კანონმდებლობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას”, – აღნიშნა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები