ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები ტყიბულში გაემგზავრნენ

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე ტყიბულში გაემგზავრნენ, სადაც დღეს დილით მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
„ტყიბულში ასევე გაემგზავრა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი სააგენტოს დირექტორის, გრიგოლ კაკაურიძის ხელმძღვანელობით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. მომხდარის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი