არჩილ თალაკვაძე: მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული

0

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა – 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს – 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა.

კომენტარები

კომენტარი