ლენტეხში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი.
ურთულესი რელიეფის გამო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა,
ხანძრის ლიკვიდირებას 11 ივლისიდან, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ.
5-დღიანი სამუშაოების შემდეგ, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ დამუშავებულია ხანძრის ყველა კერა.