არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს

0

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა ოფიციალურად დაასახელა. საკითხზე მსჯელობა ბათუმის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა.
როგორც თავად ახვლედიანმა განაცხადა, ის მზად არის, შეხვდეს როგორც პრეზიდენტს, ასევე, უმრავლესობის წარმომადგენლებს და თავისი ხედვები გააცნოს. ამასთან, ახვლედიანი ყველა წარმოდგენილ კანდიდატთან დებატებს ითხოვს.
ცნობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი