არჩილ თალაკვაძე რომან გოცირიძეს – „მართლაც გავხართ კანტს“
„მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა“ – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს რომან გოცირიძეს.
არჩილ თალაკვაძემ კოლეგას ოპოზიციიდან დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ სხდომაზე მარტო მოსულიყო, მოუწონა.
„ბატონო რომან, მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტო მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა. ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ერთი რამე მიკვირს. ამბობთ, რომ კანტს გავხართ, ამხელა ფილოსოფოსი თეა წულუკიანის ციტატებით რომ საუბრობთ, ეს როგორ გავიგოთ? თქვენი საკუთარი ფრაზები და ციტატები არ გაგაჩნიათ, ასევე შევარდნაძესაც კი ადარებდით თავს. მე მგონი ქალბატონი თეას გავლენის ქვეშ ხართ, როგრც ფილოსოფოსი“ – განაცხადა უმრავლესობს ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რომან გოცირიძის საპასუხოდ.