თეა წულუკიანი ოთარ კახიძეს – თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული

„მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრს ოთარ კახიძეს.

ამასთან, თეა წულუკიანი „ევროპელი საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ლადო ჭანტურიას აკრიტიკებდა.

„ლადო ჭანტურია არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გამტარებელი, როგორც ეს იყო მანამდე. ის არის დღეს ევროპული სტანდარტის მაღალკვალიფიციური მოსამართლე. მოვანდომე მე ამას ორი წელი, დიახ, რადგან მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა. მე არ დაგითმეთ თქვენ და თქვენ მიერ ანგაჟირებულ პირებს, რომლებიც მებრძოდნენ, ზოგი შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიხილეთ, ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც თურმე სინამდვილეში პოლიტიკოსი ყოფილა და ახლა პრეზიდენტის პირით პოლიტიკას აწარმოებს. მე არ დაგითმეთ და არ მივეცი საშუალება ისეთ პირებს, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები იყვნენ და თქვენ პოლიტიკური პარტიები ინტერესს გაატარებდა სტრასბურგის სასამართლოში. ამას მოვანდომე ორი წელი და მივიღე გამარჯვება, გამარჯვება იმისა, რომ ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, საქართველოს ჰყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განათლებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგი მოსამართლეების 70%-ს სწორედ ის იურიდიული განათლება აქვთ მიღებული, რაც მას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები