თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძე გამოკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.
როგორც „კვირას“ ფონდ „იავნანაში“ განუცხადეს, ბურჭულაძის დაბარება სასამართლოში მას შემდეგ მოხდა, რაც მომღერალმა საქმის დახურვა საჯაროდ მოითხოვა.
„უკვე 10 თვეა მიმდინარეობს პროცესი, საქმე დასრულებული არ არის. ბოლო 4 თვეა არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა, არავინ არ დაუბარებიათ გამოკითხვაზე, არც რამე გამოუთხოვიათ დოკუმენტის სახით ფონდიდან, ხმამაღლა საუბრობდნენ გაფლანგულ მილიონებზე და თუ ეს რეალობა იყო ამის დადგენას 10 თვე არ სჭირდებოდა. რამდენი წელიც არ უნდა ეძებონ მტკიცებულებას ვერც იპოვიან, ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს”, – აცხადებენ ფონდში.
რაც შეეხება თავად ბურჭულაძეს მან ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. ბურჭულაძემ არ დააკონკრეტა რა კითხვებს პასუხობდა სხდომაზე. მომღერალი აღნიშნავს, რომ პროცესში უცხოელ ექსპერტებს ჩართავს. „მე თუ ასე მექცევიან, მაშინ მთელ საქართველოს პატრონი არ ჰყავს“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ. ცნობისთვის, საქმე ეხება ფონდ “იავნანადან” თანხების შესაძლო გაფლანგვას.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები