რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი გაათავისუფლეს.
ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის რამდენიმე საათის წინ ოკუპირებული ზნაურის სოფელ ბალთასთან დააკავეს. რუსუდან ლუქხუტაშვილი რუსთავის მცხოვრებია.