პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ უმრავლესობასთან გვექნება შეხვედრა და საბოლოო კონსულტაციები მთავრობის წევრებთან დაკავშირებით და ხვალ, დილის 10 საათზე, ჩავატარებ ბრიფინგს, სადაც უკვე წარმოვადგენ ჩვენს განახლებულ კაბინეტს – 10 მინისტრით და ერთი სახელმწიფო მინისტრის შემადგენლობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები