მამუკა ბახტაძე: მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს რეგიონებშია

“რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ამ ინსტიტუტს გაძლიერება და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმის მიცემა სჭირდება.

„ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომლებიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები შესახებ ინფორმაცია და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. ვფიქრობ, მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები