თეა წულუკიანი: დასანანია, რომ შავგულიძემ მას შემდეგ მოხსნა კანდიდატურა, რაც კახიძე სხდომიდან გავიდა და მას კონსულტაცია გაუწია

ჩემდა სამწუხაროდ, შალვა შავგულიძემ თავისი კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და მას გაუწია კონსულტაცია, რომ კანდიდატურა მოეხსნა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა შავგულიძის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

“წინა კვირაში, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჩემმა პირველმა მოადგილემ შალვა შავგულიძე სამპირიან სიაში შეიყვანა, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმე და მოვიწონე, საბჭოს წევრებსაც გავუზიარე და მათაც დამიდასტურეს, რომ ეს იყო კარგი. ბატონმა შალვა შავგულიძემ და მე ერთად, ერთი და იმავე პარტიის ფარგლებში ძალიან ბევრი ბრძოლა გავწიეთ მაშინდელი უსამართლობის წინააღმდეგ. დასანანია და საბჭოს ყველა წევრი ამაში დამეთანხმა, რომ მან გასაუბრებაზე გამოცხადების შემდეგ მოხსნა კანდიდატურა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩემდა სამწუხაროდ, საბჭოს და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და მას გაუწია კონსულტაცია, რომ კანდიდატურა მოეხსნა. სწორედ ეს ასპექტია ჩემთვის ძალიან დასანანი. საბჭოს წევრებმა შალვა შავგულიძესთან სატელეფონო საუბარი მოისურვეს სხდომის მიმდინარეობისას, რაც შედგა და მან ჩემდა სამწუხაროდ ტელეფონითაც დაადასტურა, რომ რადგან ოთარ კახიძის შუამდგომლობა არ დადასტურდა შავგულიძე გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებდა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომა დატოვა.

კახიძე მოითხოვდა, საბჭოს დღევანდელი სხდომა მედიისთვის ღია ყოფილიყო, თუმცა საბჭომ მისი პოზიცია არ გაიზიარა.

ამასთან კახიძემ აღნიშნა, რომ შალვა შავგულიძე კანდიდატურის მოხსნას აპირებდა.

აღნიშნულიდან მალევე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა შალვა შავგულიძემ კანდიდატურა მოხსნა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები