საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე აირჩია

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა თადუმაძე აირჩია. მას მხარი საბჭოს 12 წევრიდან ყველამ დაუჭირა. კენჭისყრაში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მონაწილეობა არ მიუღია. საპროკურორო საბჭომ დღეს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ სარჯველაძის მიერ წარდგენილ 2 კანდიდატს, შალვა თადუმაძეს და ნინო გოგნიაშვილს მოუსმინა. მესამე კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კი, კანდიდატურა დღეს მოხსნა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები