ლევან იზორია: ჩვენი ისტორიული არჩევანია, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი

ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატო-ს სამიტი დღეს გაიხსნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია.

12 ივლისს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთანაც. ასევე, გაიმართება ნატო-საქართველო-უკრაინის ერთობლივი შეხვედრა.

ნატო-ს სამიტის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრებზე სათანადოდ მოხდება საქართველოს  მიღწევებისა და პროგრესის  აღიარება.

„ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომ ვიყოთ ჩრდილოატლანტიკური სივრცის და ამ საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი. ჩვენ წლების განმავლობაში, ჩვენი კონტრიბუციით, რეგიონული თუ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, დავადასტურეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორი ვართ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ ნატო-ს შეკავების პოლიტიკაზე, ტერორიზმთან ბრძოლასა და თავდაცვითი ხარჯების ტვირთის გადანაწილებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები