ბრალდებული მწყემსის დედა: ჩემი შვილი თავიდან ისე ააჭიკჭიკეს, როგორც უნდოდათ

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი აცხადებს, რომ მის შვილს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. მისივე თქმით, რეალური მკვლელები უნდა დადგინდნენ.

“ჩემი შვილი თავიდან ისე ააჭიკჭიკეს როგორც უნდოდათ, ახლა იმიტომ არი უარზე, რომ მას არ ჩაუდენია ეს დანაშაული. ჩემი შვილი მკვლელი არ არის და მოძებნონ მკვლელები”, – განაცხადა მალხაზ კობაურის დედამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული მცხეთის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლოში სხდომა ამ წუთებში იწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები