შალვა თადუმაძე: მთავარი პრობლემა, რაც პროკურატურაშია, არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი

„მთავარი პრობლემა, რაც უწყებაშია, არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

შალვა თადუმაძემ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რაც სისტემას გააჩნია და მათი მოგვარების გზებიც დაასახელა.

“მთავარი პრობლემა რაც უწყებაშია, არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება. მე წარვდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვადგენ იმ ხედვას, რომელიც პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით გამაჩნია. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მოიპოვოს ამ უწყებამ და მეორე მხრივ, კომპლექსური ხედვით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები