“გამაჩნია რეფორმების გეგმა, რომლის მიხედვითაც შევძლებ, პროკურატურა სამართლიან, თავდაჯერებულ და ღია სახელმწიფო ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს”

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე არ იზიარებს შეფასებებს, რომლის თანახმადაც, ის სახელისუფლებო კანდიდატია მიუხედვად იმისა, რომ ამ პოსტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. თადუმაძე მზადაა, მის წინაშე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

„შეფასებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმადგინა, მე მაინც სახელისუფლებო კანდიდატი ვარ, არ ვეთანხმები. მე არ ვარ სახელისუფლებო კანდიდატი, მე ვარ კანდიდატი მთავარი პროკურორობის შერჩევის პროცესში,  მოქმედი კანონმდებლობით  მოქმედ საჯარო მოხელეს აქვს უფლება და შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და მე ამ პროცესში ვიღებ მონაწილეობას. ბუნებრივია, გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, კითხვები, რომელიც ჩემს წინაშე დაისმევა და მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე“,- განაცხადა თადუმაძემ „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, 4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ მთავარი პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.  გამოვლენილი 18 კანდიდატიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატების სია ასეთია: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები