ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, გიორგი ქუჯოშვილი გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ქუჯოშვილი გაათავისუფლა.
საქართველოს მოქალაქემ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი უკვე დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ საზღვრის კვეთისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხდა.
რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნის მკვიდრი 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი 6 ივლისს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები