ლევან მაჭავარიანი – ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის
ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდო რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„კი, ძალიან ირაციონალურად მოქმედებენ, არაპროგნოზირებადები არიან, თუმცა მე მგონია, რომ იმდენი ცოდნა მაინც დაუგროვდათ, რომ ასეთი შანტაჟის მექანიზმი ხელიდან არ უნდა გაუშვან, მითუმეტეს არასაარჩევნო წელს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაკლებად სავარაუდოა. ისინი რაზეც საუბრობენ, რომ უნდა მოხდეს ხალხის სეგრეგაცია, ამითაც ადასტურებენ თავიანთ აცდენილ დამოკიდებულებს ევროპული ღირებულებებთან.
ეს რომ იყოს საარჩევნო წელი უფრო სავარაუდო იქნებოდა, ვინაიდან ისინი ატარებენ რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებისვის ეს იქნებოდა მათთვის სერიოზული კოზირი“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.