ეგორ კოჩიევი: ტატუნაშვილი არ მოუკლავთ, ის გარდაიცვალა

ტატუნაშვილი არ მოუკლავთ, ის გარდაიცვალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართულმა ექსპერტიზამ არ გასცა პირდაპირი პასუხი არცერთ დასმულ კითხვას, ამიტომ იმის განცხადებით, რომ ტატუნაშვილი მოკლეს, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს. ტატუნაშვილი გარდაიცვალა და არც ერთმა ექსპერტიზამ არც ქართულმა და არც ოსურმა წამების ფაქტის შესახებ პასუხი კითხვას არ გასცა”, – განაცხადა კოჩიევმა.
ამასთან, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათთვის “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნის მოტივაცია გაუგებარია.
“რაც შეეხება” ოთხოზორია ტატუნაშვილის საქმეს “- ჩვენ არ გვესმის ამ სიის შექნის მოტივაცია. პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი სია, რომელიც საქართველოს მიერ ჩადენილ დანაშაულს ასახავს”, – განაცხადა კოჩიევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები