გუგული მაღრაძე: არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებს და საზოგადოებასაც სჭირდებათ ეთიკური სტანდარტების დაცვა

არა მგონია საქართველოს პარლამენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გარკვეული ეთიკური კოდი არაა საჭირო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ პარლამენტში ეთიკის წესების დადგენასა და ეთიკის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განხორციელდება და ამის იმპლემენტაცია როგორ მოხდება.
„არა მხოლოდ დეპუტატებს, არამედ ჟურნალისტებს და საზოგადოებასაც სჭირდებათ ეთიკური სტანდარტების დაცვა, რადგან ადამიანთა ურთიერთობები შეუძლებელია, თუკი ჩვენ რაიმე გარკვეული ეთიკური სტანდარტი არ დავიცავით. მით უმეტეს, ეს საჭიროა პარლამენტში. ჩვენ გვაქვს პარლამენტი, რომელიც უკვე ყალიბდება, როგორც გარკვეული პროფესიული ჯგუფი.
პარლამენტარებსაც უნდა ჰქონდეთ თავისი სტანდარტი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
რაც შეეხება ეთიკის საბჭოს, მაღრაძის თქმით, პარლამენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ ეთიკის საბჭოს წევრი 11-12 დეპუტატი აარჩიოს.
„პარლამენტს აქვს იმის ფუფუნება, რომ აარჩიოს ისეთი ადამიანები, რომელსაც ენდობა პარლამენტის უმრავლესობა და უმცირესობა, რომელთა მიერ ნათქვამი სიტყვა იქნება ნდობის მქონე. არა მგონია პარლამენტში 11-12 ასეთი ადამიანი ვერ შეირჩეს“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები