არჩილ თალაკვაძე: ბევრი გარემოება, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც დასტურდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს არასრულწლოვანებს გამოკითხავენ.
გამოკითხვა დახურულ ფორმატში ფსიქოლოგების ზედამხედველობით ჩატარდება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბევრი გარემოება და ის შედეგები, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც დასტურდება, თუმცა ასევე არის გარკვეული ნაწილი ინფორმაციისა, რომელიც კომისიამ დამატებით მიიღო.
“ბევრი გარემოება და ის შედეგები, რომელიც გამოძიებას ჰქონდა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც დასტურდება, თუმცა ასევე არის გარკვეული ნაწილი ინფორმაციის, რომელიც ჩვენ დამატებით მივიღეთ კომისიის საქმიანობის ფარგლებში, როგორც იცით კომისია დასკვნებს და საბოლოო რეკომენდაციებს უკვე მას შემდეგ შეიმუშავებს, რაც კომისიის მუშაობა დასრულდება”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები