ოკუპანტების მიერ დაკავებული პაატა არაქელოვი გათავისუფლებულია
რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ დაკავებული პაატა არაქელოვი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, პაატა არაქელოვმა ოკუპირებული ცხინვალი ე.წ ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ დატოვა.
გათავისუფლებული ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვაზე მიიყვანეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პაატა არაქელოვი ოკუპირებულ არჩევაში დააკავეს.