თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ შალვა თადუმაძის შვილის ნათლიაა

„ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის ერთ-ერთ კანდიდატთან, შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ მას კითხვები აქვს მთავარი პროკურორის ყველა კანდიდატის მიმართ.
„ჩემი ნათესავი თადუმაძე არ არის, მე ვარ მისი შვილის ნათლია. ის გავიცანი პოლიტიკურ ბრძოლაში 2012 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიყავით იურისტების ჯგუფი შეკრებილი. ამ ჯგუფში იყო არჩილ კბილაშვილი, შალვა თადუმაძე, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქრო ქუცნაშვილი და მე, თქვენი მონა-მორჩილი. ეს იყო საკმაოდ შთამბეჭდავი ჯგუფი იურისტების და ასე შედგა ჩემი ნაცნობობა ბატონ შალვასთან“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საპროკურორო საბჭოსთვის წარდგენილი სამივე კანდიდატი ღირსეულია, თუმცა, პასუხობენ თუ არა ისინი საპროკურორო საბჭოს მოლოდინებს, ამას საზოგადოება საბჭოს სხდომის კვალდაკვალ ნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები