სვანეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამხედრო ძალების გამოყენების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაინიშნა

სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისთვის სამხედრო ძალების გამოყენებაზე პრეზიდენტის ბრძანებას პარლამენტი საგანგებო სხდომაზე დაამტკიცებს. საუბარია მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, სამხედრო ძალების და ტექნიკის გამოყენების საკითხზე. კონსტიტუციის გათვალისწინებით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში, შეაქვს იგი პარლამენტში, დასამტკიცებლად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის შენობაში, დღეს ბიუროს სხდომა, მოგვიანებით კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. 17:30 საათზე კი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში საგანგებო სხდომა ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები