რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ახრისის მკვიდრი დააკავეს
რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ახრისის მკვიდრი დააკავეს.
როგორც ცნობილია, მამაკაცის დაკავება სოფელ ზემო არცევთან მოხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკაშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.