სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ვაჟი მოკლეს
სირიის ქალაქ ჰომსში, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ აკ-ბაღდადის ვაჟი მოკლეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჰუდაიფა ალ-ბადრი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფას ვაჟი იყო, რუსეთის ჯარებთან და ადგილობრივ სამხედრო შენაერთებთან შეიარაღებული დაპირისპირებისას მოკლეს. ცნობილია, რომ შემთხვევა ელექტროსადგურთან მიმდინარე დაპირისპირებისას მოხდა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გავრცელებულა.