რუსეთის საგარეო უწყება: ლავროვსა და პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრისას მხარეებმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის დეტალები შეათანხმეს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარე წლის 16 ივლისს, ჰელსინკში გაიმართება. მაიკ პომპეომ, სერგეი ლავროვთან საუბრისას, სირიის საკითხიც განიხილა, ისევე, როგორც კორეის ნახევარკუნძულის დენუკლერიზაცია და რეგიონული უსაფრთხოება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები