კომპოზიტორი, ვინც  9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პირველი დიდი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა, თავად საჭიროებს დახმარებას…  

0

კომპოზიტორსა და რეჟისორს, მერაბ მამულაშვილ სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც 5 ივლისს საქველმოქმედო კონცერტი იგეგმება.
კომპოზიტორმა  საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების გზა განვლო: კლასიკა, სასულიერო მუსიკა, როკი, ეთნოფოლკი...
მისმა გადაღებულმა ფილმმა ლაზებზელაზი ვორე, ლაზიქართველი, ჭანი
წმინდა ანდრიას ჯვრის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე ერთდროულად 4 ნომინაციაში გაიმარჯვა: წმინდა ანდრიას ჯვრის მედალი, ოქროს ლომი, მაყურებლის სიმპათიის პრიზი და სიგელგუჯარი.
ამას გარდა, მერაბ მამულაშვილი  ლაზურ ენაზე დაწერილი ცნობილი სიმღერების ავტორი.
იგი
ჩოხოსანთა საზოგადოებისა და საქართველოს ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი და აკადემიკოსია –  მერაბ მამულაშვილის პერსონა.

–   ბავშვობაში პირველად ვიოლინოზე შემიყვანეს. შემდეგ ისე მოხდა, რომ ვიოლონჩელოზე სწავლასაც დავთანხმდი, რასაც  ჩემი სახალისო ამბები მოჰყვა… მე-9 მუსიკალურ სკოლაში ვიოლენჩელოთი დავდიოდი. უბანში დაცინვით „კომპოზიტორს“ მეძახდნენ. სულ მიკვირდა: სად ვიოლენჩელო და სად კომპოზიტორი?  ამას შეურაცხყოფად ვიღებდი, ვიოლენჩელოს გვერდით ვდებდი და მათ მივდევდი. უკან რომ მოვიხედავდი, ინსტრუმენტი უკვე აღარსად ჩანდა, მერე მას რომელიმე სხვა ეზოში ვპოულობდი… ასე დაიწყო ჩემი „მუსიკალური მოღვაწეობა“…
 მე-9 კლასიდან, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გადავედი და მეოთხე კურსზე ვიოლენჩელო კონტრაბასით შეცვალეთ...
– ის ვიოლენჩელოზე დიდი ზომისაა, საშუალო ზომის ინსტრუმენტი – ალტი სტუდენტობის დროს არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი ლოტბარი, ედიშერ გარაყანიძე გავიცანი. მან სიონის ეკლესიაში მეგობრებთან ერთად გალობა შემომთავაზა და ჩვენც დავთანხმდით.  ეს ის დრო იყო, როცა ჯვრის ტარებისთვის სასწავლებლიდანაც გარიცხვის საფრთხე არსებობდა. ასე რომ, ეკლესიაში ჩუმად შევდიოდით…
80-იან წლებში ანსამბლ „რუსთავის გვირილებს“ ხელმძღვანლობდით. შემდეგ იყო სხვადასხვა ანსამბლი… როკსაც კი მისდევდით… ანუ ჯგუფიოკეანე“..
–  სიახლეს ვეძებდი, რის მიგნებაშიც ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს…
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პირველი დიდი საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარე სპორტის სასახლეში
– კონცერტში საქართველოს უამრავმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კონცერტზე შევასრულე ჩემი სიმღერა თემურ ცაგურიას ლექსზე „ო, ღმერთო“, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას მივუძღვენი. გიტარაზე მოვიწვიე კაკო ვაშალომიძე და სულ მალე ჯგუფი „ოკეანე“ მაღალი დონის მუსიკოსებით დავაკომპლექტე: ვახო მაკალათია, დავით ტაბლიაშვილი, ბორის ძნელაძე და მიხეილ გელაძე. ჩემი სიმღერებისთვის ლექსებს პოეტი ზაზა ქინქლაძე ქმნიდა. 1990 წლის 1 იანვარს, საქართველოს ტელევიზიით, სოლო კონცერტით წარვდექით.
საქართველოს ქალაქებშისტადიონებზე გამოდიოდით და კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო
– მაშინ, პარალელურად, ტელევიზიის საესტრადო სიმფონიურ ორკესტრში ვმუშაობდი რიგით დირიჟორად, არანჟირებების ავტორად და მუსიკოსად. იმ პერიოდის ჩემი ცნობილი არანჟირებებია: „საით მიჰქრის თეთრი რაში” და სხვა მრავალი ნაწარმოები. მალე ვახო მაკალათია იურმალის კონკურსზე წავიყვანე, სადაც ის „ოკეანეს“ ჩაწერილი ფონოგრამებით მსმენელის წინაშე წარმატებით წარდგა. ცოტა ხანში კი, „ოკეანეს“ სრული შემადგენლობა ვილნიუსის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით გამოვედით და მეოთხე ადგილი ავიღეთ.
– წარმატება მოიპოვეთ საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს ნიღაბი“…
– მეუღლესთან, მსახიობ ფატი თურმანიძესთან ერთად მეტეხის თეატრში დავიწყე მუშაობა და საერთაშორისო ფესტივალზე “ოქროს ნიღაბი” სპექტაკლის „მარტორქები ორკესტრში“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის გრან-პრი მომანიჭეს. სპექტაკლის რეჟისორია  სანდრო მრევლიშვილი. წარმოდგენაში ჩემი  მეუღლე თამაშობდა. მინდა გითხრათ, რომ მუსიკა, რომელიც სპეციალურად დაწერა ამ სპექტაკლისთვის, სწორედ ჩემს მეუღლეს ეძღვნება.
–  ლაზ მხატვარსა და საზოგადო მოღვაწეზე  ასან ჰელიმიშზე გადაღებულმა თქვენმა ფილმმა ლაზი ვორე, ლაზი, ქართველიჭანი წმინდა ანდრიას ჯვრის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე ერთდროულად 4 ნომინაციაში გაიმარჯვა
– ფილმამდე ლაზური სიმღერები დაიწერა, რომელიც ბატონმა გიორგი ანდრიაძემ შემომთავაზა.  პატრიარქის კურთხევით ლაზებთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეს ემსახურება. მალევე, უწმინდესმა ილია მეორემ ამ დიდებულ საქმეზე მეც მაკურთხა. გამოვუშვი საავტორო ლაზური CD დისკი. ამ თემაზე დოკუმენტური ფილმებიც გადავიღე.
თავიდანვე ჩემი ოცნება კინორეჟისორობა იყო. ამ ფილმით ავისრულე ოცნება და ამ ფილმების რეჟისორიც და მუსიკის ავტორიც მე ვარ.
ლაზ მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე ხასან ჰელიმიშზე გადაღებულმა ჩემმა ფილმმა „ლაზი ვორე, ლაზი, ქართველი-ჭანი“ წმინდა ანდრიას ჯვრის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე ერთდროულად 4 ნომინაციაში გაიმარჯვა: წმინდა ანდრიას ჯვრის მედალი, „ოქროს ლომი“, მაყურებლის სიმპათიის პრიზი და სიგელ-გუჯარი.
ყველაზე დიდი საჩუქარი კი ჩემთვის მაინც ის იყო, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე, ჩემი ფილმის გმირმა, ჰასან ჰელიმიშის შვილმა, ნარიმა ჰელიმიშმა მომმართა: „თქვენ მე ბავშვობა გამიცოცხლეთ და ამ ფილმის ნახვის დროს, ყველაფერი თავიდან განვიცადეო,“- ჟიურის წევრებმა, მისი გამოსვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ ამ ფესტივალის ჩატარება მარტო ამ სიტყვების გამო ღირდა.
ამას მოჰყვა ფილმიშურიმშინელაზ გოგონათა კვარტეტზე
– ფილმი დისკებზე გადავიტანეთ და ლაზებს დავურიგეთ. მეამაყება, რომ მსოფლიოში ლაზებზე სულ რამდენიმე ფილმია გადაღებული და მათ შორის, ჩემი ფილმებიცაა.

მერაბ მამულაშვილი ამბობს, რომ  სიახლის ძიებაში საბოლოოდ ისევ ეთნოფოლკლორს დაუბრუნდა. მე-2 ალბომის ძირითადი სიმღერებიც: „რა სამშობლო მქონია”, „შენ ხარ ქართველი”, „სამშობლო მენატრება” და სხვა სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება.
„დღეს ეთნომუსიკას ვქმნი და საესტრადო ჟანრსაც არ ვივიწყებ.  ჩემი მეგობრის, მსოფლიო დონის გიტარისტის თემურ ყვითელაშვილის შესრულებით ჩემს ორ სიმღერაზე კლიპიც კი გადავიღეთ. ეს სიმღერებია: „შორეული გზები“ (ლექსი: ნუგზარ ერგემლიძე) და „ახალ წლის ღამე“ (ლექსი: გვარამ გვარამია)“…
რაც შეეხება ავადმყოფობას, მას ამ თემაზე ვერ ვესაუბრეთ. საუბარი მეუღლემ, მსახიობმა და ხატმწერმა, ქალბატონმა ფატი თურმანიძემ განაგრძო.

ფატი თურმანიძე:

– მერაბი ორივე თვალზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. არის ბადურის ჩამოშლის საშიშროება მარჯვენა თვალზე. პლუს – ასტიგმატიზმი და კატარაკტა.  სამწუხაროდ, მერაბი არ არის პენსიონერი და არც სოციალურად დაუცველი.  შევიტანეთ განცხადება ჯანდაცვაშიც, მერიაშიც…  მაგრამ დაფინანსების პროგრამაში ვერ მოხვდა.
ხმები დადის და ხალხი აღშფოთებულია, მერიაში მას უთხრეს,  რომ დაგაფინანსოთ, რამე დამსახურება უნდა გქონდეთო?!.  თუ დაგვიდასტურებთ ამას?
მერიაში, სამწუხაროდ, მართლა უთხრეს, რომ პროგრამაში არ ჯდებით და ისე რომ დაგაფინანსოთ, რამე დამსახურება უნდა გქონდეთო?! დასანანია, რომ  მავანისთვის მარტო ის ხალხი არსებობს, ვინც ეკრანზე ჩანს… ვგულისხმობ ისეთ კადრებს, ამას წინათ კატალოგი რომ შეადგინეს „თბილისზე“ და სახელები და გვარები აერიათ…. არაპროფესიონალები რომ სხედან სამთავრობო სტრუქტურებში და  ხალხს ვერ სცნობენ…
არადა,  რამდენი მოღვაწეა, ვინც ჩრდილში დგას. მერაბი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას, თუმცა როდესაც მას დასჭირდა, კარგი ვერაფერი  მიიღო.
თავად საკუთარ  თავზე არასდროს საუბრობს. თურმე არაფერი ყოფილა
ლაზ მხატვარ ჰასან ჰელიმიშზე გადაღებული  ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალზე 4 გრან-პრი აიღო.  სწორედ მერაბის ფილმიდან გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იმ მხატვრის შესახებ, რომელიც მსოფლიო ათეულშია.
არაფერი ყოფილა ისიც, რომ მერაბმა ფესტივალ „ოქროს ნიღაბზე“ საუკეთესო მუსიკისთვის გრან-პრი აიღო, რომ წერს სხვადასხვა ფილმისა და სპექტაკლისთვის მუსიკას. მისი სიმღერები, თუნდაც „რა სამშობლო მქონია“ ყველა ემიგრანტისთვის და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველისთვის ჰიტად რომ იქცა. ბაიარ შაჰინი, ვინც ასრულებს ამ სიმღერას, თურქეთიდან სპეციალურად  ჩამოდის მხარდასაჭერად.
– ხელოვანის ოჯახი ხართ…
– მე მსახიობი და ხატმწერი ვარ. ხალხური ინსტრუმენტი დიპლიპიტო სწორედ მერაბისთვის დავამზადე, ამ ინსტრუმენტის დამზადების ტრადიცია დაკარგული იყო და ჩემი მეთოდით ახალი ინსტრუმენტი შეიქმნა.  ამის გამო სახელმწიფო საარქივო ფონდში და კულტურის სამინისტროს კატალოგშიც შემიყვანეს. ბავშვებისთვის მინდოდა მესწავლებინა, მაგრამ ამაზე არავინ შეიბერტყა  ყური…
შვილი ანა მამულაშვილი აბიტურიენტია, წელს  დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე.
ანიმ აირჩია სამართალი, თუმცა კარგად მღერის, არაჩვეულებრივი ფერწერული ნამუშევრებიც აქვს, სამწუხაროდ, ხელოვნების კუთხით აღარ ისურვა სწავლის გაგრძელება. ვხუმრობ ხოლმე, ეტყობა იმდენად უსამართლოდ მიიჩნია ყველაფერი,  რომ სამართალი აირჩია…
მეგობრებმა გადაწყვიტეს, მხარში დაუდგნენ მერაბ მამულაშვილს და საქველმოქმედო საღამო – „მერაბი და მეგობრები“ გაიმართოს. შემოსული თანხა კი მთლიანად მოხმარდეს კომპოზიტორის ჯანმრთელობას.
მხოლოდ ოპერაცია დაახლოებით 5550 ლარამდე ჯდება.
ასე რომ, 5 ივლისს, 19:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრი „მუზა“ კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს  უმასპინძლებს.
კონცერტში ონაწილეობენ: თემურ ყვითელაშვილი,  ბაიარ შაჰინი, არჩილ ჭოტაშვილი, დავით ყიფიანი, ინგა ბერაძე, სოფო ხალვაში და სხვები… ანსამბლები: „ალილო“, „ურმული“, რელიქვია“, „ჰერეთი“, „გროს ოქტეტი“, „დროშიონი“, „ქალილო“.
კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის დასახმარებლად მსურველმა თანხა უნდა ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე: GE03 BG0000000915259000.

მის: კუს ტბის ასახვევი,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრი “მუზა“.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი