ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი GEMO FEST 2026-ის მთავარი პარტნიორია
გასტრონომიული ფესტივალი GEMO FEST 2026 -ის მთავარი პარტნიორი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ღონისძიებას უკვე მეოთხედ უერთდება და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მისი ერთ-ერთი მასპინძელია.
GEMO FEST-ი 26, 27 და 28 ივნისს გაიმართება, ღონისძიების მიზანია იმერეთში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდის ხელშეწყობა, გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი კულინარიული კულტურის პოპულარიზაცია.
ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული იმერული კერძები და გაეცნონ რეგიონის კულინარიულ მემკვიდრეობას.