მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიდი გრაუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ურთიერთობებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„აღინიშნა შვეიცარიის, როგორც  საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის მნიშვნელოვანი როლი.

საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს თავმჯდომარეობის და ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები