უკრაინამ ერთ კვირაში რუსეთის მეორე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყა

24 ივნისის ღამეს, უკრაინულმა ჯარებმა ვლადიმირის რეგიონში (გუს-ხრუსტალნიში) ვლადიმირის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს დაარტყეს, რომელიც რუსეთის კოსმოსური კომუნიკაციების ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმოს (FSUE) ფილიალია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

გამოცემა „The Moscow Times“ -ის ცნობით , უკრაინის არმიის სარდლობამ დაადასტურა „კომპლექსში ორი შენობის დაზიანება, რასაც მოჰყვა ხანძარი“.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უკრაინის არმია თავს დაესხა ასეთ ობიექტს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში: ორშაბათს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს (SCC) დაარტყა.

უკრაინის არმიის გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ვლადიმირის კოსმოსური ცენტრი „უზრუნველყოფს თანამგზავრული და ღრმა კოსმოსური კომუნიკაციების სისტემების ფუნქციონირებას“, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, „რუსეთის უსაფრთხოების სააგენტოების ინტერესებიდან გამომდინარე“ გამოიყენება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრი სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში თანამგზავრული კომუნიკაციების მომსახურებას უზრუნველყოფს. ეს თანამგზავრები უზრუნველყოფენ ციფრულ ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობას, ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომას და სატელეფონო კავშირს. ხელისუფლებას ვლადიმირის კოსმოსურ ცენტრზე დარტყმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

როგორც ცნობილია, დუბნა ქვეყანაში უდიდესი კოსმოსური კომუნიკაციების სადგური და რუსეთის კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის ნაწილია. ეს კომპლექსი უზრუნველყოფს სატელევიზიო მაუწყებლობას და მონაცემთა გადაცემას სამთავრობო უწყებებისა და კერძო ოპერატორებისთვის. მოსკოვში დაფუძნებული თანამგზავრული კომუნიკაციების ცენტრი ასევე ხელს უწყობს ორბიტაზე მყოფი თანამგზავრების თანავარსკვლავედთან ურთიერთქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები