დიდ ბრიტანეთში ანომალიურმა სიცხემ 50-წლიანი რეკორდი მოხსნა
სამხრეთ ინგლისში ჰაერის ტემპერატურამ 35,8 გრადუს ცელსიუსს მიაღწია და 1976 წლის ივნისში დამყარებული რეკორდი მოხსნა, – ამის შესახებ ინგლისის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა.
„დღეს დიდ ბრიტანეთში ივნისის ყველაზე თბილი დღე იყო, დასავლეთ სასექსის ვიგონჰოლტში 35,8 გრადუსი ცელსიუსით დაფიქსირდა“, – იტყობინება ბიურო სოციალურ მედიაში.
წინა რეკორდი – 35,6 გრადუსი – საუთჰემპტონში 1976 წლის ივნისში და ლონდონის კამდენ სკვერში 1957 წლის ივნისში დაფიქსირდა.
ორშაბათს, მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ინგლისსა და უელსში უკიდურესი სიცხის გამო წითელი განგაში გამოაცხადა. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ტემპერატურა 39 გრადუს ცელსიუსს (102.5 გრადუსი ფარენჰეიტი) მიაღწევდა. მას შემდეგ პროგნოზი ზომიერი გახდა.
ბრიტანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა 2025 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ წინა ზაფხული დიდ ბრიტანეთში რეკორდულად ცხელი იყო.