ოკუპანტებმა, დაკავებული არასრულწლოვანი, 2000-ის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს
რუსი ოკუპანტების მიერ ორი დღის წინ დაკავებული მეთორმეტე კლასის მოსწავლე გათავისუფლებულია. აღნიშნულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მოქმედებდა ცხელი ხაზი.
ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი 2000 რუსული რუბლი ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებმა ხარაზიშვილების ოჯახის ნათესავმა გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისის მცხოვრები მე-12 კლასელი მოსწავლე 30 ივნისს დააკავეს.