ეკა ბესელია – თუ რომელიმე წევრი ითხოვს კენჭისყრაზე საკითხის დადგომას, ასეც უნდა მოხდეს

„როდესაც ვსაუბობთ სწორი პრაქტიქის დანერგვაზე ძალიან უხეში დარღვევა მოხდა იმ სხდომის ბოლო ნაწილში, როდესაც კენჭისყრაზე დადგა საკითხი კენჭი ეყაროს თუ არა რომელიმე საკითხს”, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კიმისიის სხდომაზე ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის ძალიან სახიფათო პრაქტიკა, რაც კომისიამ არ უნდა გააკეთოს.
„ეს არის ძალიან დიდი დარღვევა. თუ საკითხი რომელიმე წევრის მხრიდან დასმულია, რომ ითხოვს კენჭისყრაზე დადგომას, ის უნდა დადგეს. კენჭისყრაზე და ამას ცალკე კენჭი არ უნდა ეყაროს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი ფორმა. მინდა ეს დარჩეს ოქმში, რომ არც ერთმა კომისიამ არ გააკეთოს. თუ ამ წესით გავაგრძელებთ, აზრი დაეკარგება ჩვენი მუშაობის პროცესს”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები