რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისში მცხოვრები გაიტაცეს – სავარაუდოდ ის მე-12 კლასელია
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ჭვრინისში მცხოვრები ტატო ხარაზიშვილი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის მე-12 კლასელია.
ოჯახის წევრების განცხადებით, ტატო ხარაზიშვილი, საოკუპაციო ზოლის ახლოს გადაადგილდებოდა, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ „კვირა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ
ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.