ხორავას საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ, რეკომენდაციების განხილვა გადადო

ხორავას საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ, რეკომენდაციების განხილვა გადადო. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ დაუდასტურა. თუმცა, სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ საგამოძიებო კომისია მუშაობას ორშაბათს გააგრძელებს და დღეს კომისიაზე მიღებულ რეკომენდაციებსაც ორშაბათს განიხილავენ.

აღნიშნული ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა და მანაც დასძინა, რომ სხდომა ორშაბათს განახლდება.

დღეს, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, ისინი 2 სხვადასხვა რეკომენდაციაზე ჩამოყალიბდნენ, რასაც მხარი ზაზა სარალიძის ადვოკატმაც დაუჭირა. საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვნის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების და ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები