ზაზა სარალიძის ადვოკატი: საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ რეკომენდაციებს

“საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ რეკომენდაციებს“, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

ადვოკატის განცახდებით, ის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ ორივე რეკომენდაციას მხარს უჭერს. საუბარია ორ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვნის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების და ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

“საქმის მტკიცებულებები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ დავეთანხმოთ რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს გამოძიება იმ პირის მიმართ, რომელზეც ცნობილია, რომ ჭრილობა აქვს მიყენებული და დღემდე ამ კუთხით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. უფრო მეტიც, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, არის თუ არა ამ ნაწილში გამოყოფილი საქმე და თუ მიმდინარეობს ძიება, პასუხი არის ასეთი, რომ საქმე გამოყოფილი არის მოწმეებზე ზემოქმედებისა და შეუტყობინებლობის კუთხით.

რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, დიდი ალბათობით, მ.კ.-მ უფრო რთული როლი შეასრულა ამ საქმეში, ვიდრე ჩვენ, დაზარალებული მხარე მუდმივად ვაპელირებთ. იმდენად სრულად არის ორივე რეკომენდაცია დასაბუთებული, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მის დამტკიცებას”, – განაცხადა ლონდარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები