კასპის მუნიციპალიტეტიდან გატაცებული 94 წლის მოხუცი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან დღეს გატაცებული 94 წლის მოხუცი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს ამ წუთებში გადმოსცეს. გორა ღარიბაშვილს გორის პოლიციის სამმართველოში გამოკითხავენ და ამის შემდეგ სახლში დააბრუნებენ.
მოხუცი გატაცების მომენტში სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდა.