მამუკა მდინარაძე: მოწმეების თავდაპირველი გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია არ განსხვავდება დაკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისგან

მოწმეების თავდაპირველი გამოკითხვიდან მიღებული ინფორმაცია არ განსხვავდება დაკითხვის ოქმებში ასახული ინფორმაციისგან,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, საგამოძიებო კომისიის წევრი მამუკა მდინარაძე ხორავას საქმის მასალებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქმეში მოწმეთა ნაწილის დაკითხვის ოქმები არ არსებობს.

,, ჩვენ ვსაუბრობთ ახალ კითხვებზე, ახალ გამოწვევებზე ამ საქმეში, მათ შორის ერთერთი შემიძლია დავასახელო, რატომ არ იყო ფორმალური მხარე გამართული , როდესაც უმრავლესობას მოწმეებისას დაელაპარაკ პოლიცია, გამოკითხა და მიიღო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შემდგომ იმ ინფორმაციისგან, რომელიც ოფიციალურ დაკითხვის ოქმებში აისახა არ განსხვავდებოდა, ბოლო მოწმემაც ეს დაადასტურა, ჩვენ ეს კითხვები მაინც გვაქვს და ამაზე ამომწურავი პასუხები უნდა მივიღოთ პოლიციის წარმომადგნელებისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგნლებისგან“.
კომისიის წევრი კიდევ ერთხელ შეეხო საზოგადოებაში არსებულ სამ მთავარ კითხვას, რაც შეეხებოდა მირზა სუბელიანს, ფარდულის დანგრევის თემას და დანას, რომელზეც გარკვეული საზოგადოებრივი აზრი იყო შექმნილი და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამ კითხვებზე პასუხი პრაქტიკულად ამოწურულია, ისინი კვლავს აგრძელებენ შემოწმებას ზემოთხსენებულ კითხვებთან დაკავშირებით,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები