ქართველმა მესაზღვრეებმა დაღესტნის ტერიტორია დატოვეს
რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულმა ორმა ქართველმა მესაზღვრემ დაღესტნის ტერიტორია უკვე დატოვა. მესაზღვრეები ქართულ მხარეს თბილისის დროით, დაახლოებით, 13:10 საათზე გადმოსცეს.
შსს-ს ინფორმაცით, მესაზღვრეები, გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდნენ.
„გარკვეული დროის განმავლობაში, მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც, დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ“,- აცხადებენ სამინისტროში.
შსს-ს ცნობით, მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტის დეტალურ გამოკვლევას და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს.
დაწერეთ შეტყობინება…