კალაძე სააკაშვილის განაჩენზე: ამ ქვეყანაში თანამდებობით სარგებლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ

“ამ ქვეყანაში თანამდებობით სარგებლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა, ყველა შეკითხვაზე ეპასუხა და მათ შორის, “სკაიპითაც,” რაზეც მან უარი განაცხადა. კალაძის განცხადებით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი შეკითხვებს გაურბის.
“როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი მხოლოდ ერთ ნაწილში მიესაჯა, სხვა საკითხებზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ ქვეყანაში თანამდებობით სარგებლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორი. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პრეზიდენტი იქნება თუ უბრალო ჩინოვნიკი. მას ჰქონდა შესაძლებლობა, შეკითხვებზე “სკაიპითაც” ეპასუხა, მაგრამ არ უპასუხა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის შეკითხვებს გაურბის”,-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლემ ყოფილი პრეზიდენტი ორივე ბრალში – ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, საბოლოოდ, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილს ასევე ჩამოერთვა 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები