ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების უნდობლობა გაჩნდა სამი მთავარი საკითხის _ ფარდულის დემონტაჟის, ,,გაღუნული“ დანის და მირზა სუბელიანის ფაქტორის გამო

საზოგადოების უნდობლობა გაჩნდა სამი მთავარი საკითხის _ ფარდულის დემონტაჟის, ,,გაღუნული“ დანის და მირზა სუბელიანის ფაქტორის გამო,- ამის შესახებ ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მუშაობის მიზანია პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს.
“ძირითადი კითხვები, რაც გამოძიებისადმი არსებობდა და რამაც მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია ეხებოდა მტკიცებულებების განადგურებას _ ფარდულის დანგრევასა და დანის გაღუნვას და და მირზა სუბელიანის ფაქტორს.
,ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან კრიტიკული შეკითხვები, თუ რა მოხდა და რა არის ფარდულის დემონტაჟის მიზეზი _ მოხდა თუ არა ნებართვის გაცემა ვინმეს მხრიდან _ პოლიციის მხრიდან, პროკურატურის მხრიდან… პასუხი მივიღეთ, რომ ამ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანების მიერ, რის შესახებაც ინფორმაციაც საერთოდ არ მიუწოდებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამიტომ პირველი ეს ყბადაღებული თემა, ფარდულის დემონტაჟის საკითხი, რომელზე აზრი იყო შექმნილი თითქოს ამის ნებართვა გასცა რომელიმე ორგანომ არ დასტურდება. მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, რა საფრთხე შეექმნა ამით მკვლელობის საქმს და რა შეიძლება კიდე ამ ფარდულში განხორციელებულიყო თუ მისი დემონტაჟი არ მოხდებოდა. ამაზე პასუხი იყო რომ ფარდულის აღდგენა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შესაძლებელია იგივე პარამეტრებით… რაც შეეხება დანის გაღუნვას, აღმოჩნდა რომ დანა გაღუნული არ არის- როგორც ეს ჟღერდებოდა“ _ განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები