მამუკა ბახტაძემ ბათუმში “სამეწარმეო მარკეტი” დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის ცენტრალურ მოედანზე პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარების მიერ დამზადებული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური მეწარმეებს გაესაუბრა და ყურადღება ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა. პრემიერ-მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გამოფენა მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა; ექსპოზიციაზე პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის 20-ზე მეტი ბენეფიციარის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
პრემიერ-მინისტრთან ერთად გამოფენაზე იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ჩერქეზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები