ოპოზიციის ცრუ ბრალდებები და მმართველი გუნდის პასუხები
პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე თვალნათლივ გამოიკვეთა თუ როგორ ცდილობს საპარლამენტო ოპოზია აბსურდული ბრალდებებით, სიცრიუს ტირაჟირებითა და ცრუ ინფორმაციების პროპაგანდით, საზოგადების შეცდომაში შეყვანას, რასაც სახელისუფლო გუნდი არგუმენტებით პასუხობს.
სხდომათა დარბაზში, სანამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს პრემიერ-მინისტრად დაამტკიცებდნენ, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებებს პასუხობდა. თუმცა, ოპოზიციის ბრალდებები იმდენად აბსურდული აღმოჩნდა, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური იმიჯი თავადვე „შეელახათ“ .
გუშინდელ სხდომაზე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მამუკა ბახტაძეს „საქართველოს რკინიგზის” წარუმატებელი და მაღალანაზღაურებადი მენეჯერი უწოდეს.
„ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო დეპუტატს ზურაბ ჭიაბერაშვილს პოლიტიკურმა მეხსიერებამ უმტყუნა და საკუთარი კითხვის „შედეგი“ თავადვე ვერ გათვალა.
ოპონენენტის განცხადებას მამუკა ბახტაძის განმარტება მოჰყვა:
„ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი მთავრობა არ აპირებს, ფოკუსირებული იყოს იმ 9 წელზე. ჩვენ ვართ ფოკუსირებული მომავალზე და ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. მაგრამ, საოცარია ის, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამას ამბობს მთავრობა, რომლისთვისაც მომგებიანია იმ 9 წელზე აპელირება, ამას აგრძელებთ თქვენ და ვერ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რკინიგზის წარუმატებლობაზე საურობთ. რკინიგზის მომგებიანობა-არმომგებიანობა არ არის ამ შემთხვევაში თქვენი ინტერესი, სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელიც გაქვთ და ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ეს არის იურიდიული დოკუმენტი, თუ როგორ ფლობდა თქვენი მეგობარი, ბატონი დავით კეზერაშვილი რკინიგზის უმსხვილეს შვილობილ კომპანიას – კომპანია “ატალოსი”, რომელიც დაბრუნდა რკინიგზაში და ის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო. მესმის, რომ ის 30-მილიონიანი დივიდენდი, რომელიც რკინიგზამ მიიღო ამ საქმიანობიდან, საკმაოდ მსხვილი თანხაა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე ვარ ფოკუსირებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე. გაქვთ კონკრეტული ხედვა, პრეტენზია, მოგწონთ, არ მოგწონთ, ეს განვიხილოთ, მაგრამ საქმეს დავარქვათ რეალური სახელი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ოპოზიციონერ დეპუტატების ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნიკანორ მელიას განცხადებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის გაღიზიანება მოჰყვა.
უფრო მეტიც, მელიას კითხვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარიძემ მორიგ სიცრუედ შეაფასა და მას „ბინძური ტყუილი“ უწოდა.გარდა ამისა, მამუკა მდინარაძემ დოკუმენტი წარმოადგინა, რითიც დასტურდება, რომ აუდიტის სამსახურმა საქართველოს რკინიგზა შეამოწმა.
„თქვენმა ერთ-ერთმა ახლადგამოჩეკილმა ლიდერმა, ნიკანორ მელიამ საზოგადოებას აუწყა, რომ მამუკა ბახტაძემ არ შეუშვა აუდიტი თავის უწყებაში, როდესაც ის რკინიგზას ხელმძღვანელობდა. ბატონო რომან, გუშინ, მე მოვიძიე შესაბამისი მასალები ბატონი ნიკანორის გამოსვლის შემდეგ და შემიძლია გაჩვენოთ 2017 წლის 22 მარტი, – ეს არის რკინიგზასთან დაკავშირებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2015 წლის საანგარიშო პერიოდისათვის. გამოდის, რომ თურმე შეუმოწმებიათ და თქვენ მორიგ ჯერზე კიდევ ძალიან ბინძურად იტყუებით. გადაეცით ბატონ ნიკანორს, რომ შემოწმდა, თურმე შეუშვია, და თქვენ იტყუებით. სასამართლო დავა კიდევ სხვა თემაა და იმაზე კამათიც შეიძლება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ გაახმაურა, დარბაზში უხერხულობა მოჰყვა. უფრო მეტიც, თინათინ ბოკუჩავას მიერ დასმული კითხვა, „ნაციონალურ მოძრაობის“ მთლიან შემადგენლობას „უკან დაუბრუნდა“.
სწორედ, თინა ბოკუჩავას კითხვას მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ხელისუფლების არაერთი თაღლითური სქემის გაშიფვრა.
საკითხი ეხება, 2012 წელს, 2 აგვისტოს მამუკა ბახტაძის მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო კამპანიის დროს 20 000 ლარის გადარიცხვას.
„მაინტერსებს, რით განმარტავთ, ამ შემოწირულობას, რა მოტივაცია გქონდათ, როცა „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მმართველობის მე-9 წელს 20 000 ლარი გადარიცხეთ, დაგაძალათ ვინმემ შემოწირულობა გაგეკეთებინათ?“ – მიმართა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეტუტატმა თინათინ ბოკუჩავამ მამუკა ბახტაძეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ოპონენტს წარსული გაახსენა და სწორედ ის სქემა გაშიფრა, თუ როგორ იყენებდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეთა პირად ანგარიშებს საკუთარი ინტერსების „დასაკმაყოფილებლად“.
მამუკა ბახტაძემ განმარტა, თუ როგორ იყო მისი პირადი ანგარიში მაშინ ტექნიკურად გამოყენებული.
„თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, ამაზე მაქვს ძალიან მარტივი და პირდაპირი პასუხი – არა. მე ჩემი თანხა არასდროს გადამირიცხავს „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 2012 წელს, რათა არ ჰქონოდა საშუალება „ქართულ ოცნებას“ დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად, თქვენ შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება საბანკო საქმიანობის შესახებ. ესეც ყველას გვახსოვს. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში გამოყენებულ იქნა მხოლოდ ტექნიკურად“, – განაცხადა ბახტაძემ დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატმა ნიკანორ მელიამ რამდენიმე თვის წინ აღაიარა, რომ დავით კეზერაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” სირცხვილი იყო.
“ნაციონალურ მოძრაობაში” წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად – ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი “ევროპულ საქართველოს” აფინანსებს. დავით კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი “ნაციონალური მოძრაობის” და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იშოვა მილიონები? – ის როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს ისევე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საქართველოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.
გუშინ, პოლიტიკური ვნებათეღელვის შემდეგ მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს.
ამასთან, დეპუტატებმა 99 ხმით მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადეს.ცნობისათვის, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარლამენტს უახლოეს სამ-ოთხ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობა წარედგინება და მინისტრთა კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.