ოკუპანტების მიერ ახალუბნიდან გატაცებული მანსურ პეტრემღვდლიშვილი გათავისუფლებულია

რუსი ოკუპანტების მიერ გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან გატაცებული მანსურ პეტრემღვდლიშვილი გათავისუფლებულია. მან ოკუპირებული ცხინვალი უკვე დატოვა.
მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახმა ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაიხადა. მანსურ პეტრემღვდლიშვილი საქართველოს სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ ის ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნიდან 17 ივნისს გაიტაცეს.
ფაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები