ოკუპანტების მიერ დაკავებული ქალი და ორი ბავშვი გაათავისუფლეს
ოკუპანტების მიერ დაკავებული ქალი ორ ბავშვთან ერთად ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ისინი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედა და შვილები დღეს დააკავეს, თუმცა ცხინვალის იზოლატორში არ გადაუყვანიათ.
სოფელ ატოცის მკვიდრი შორენა ნასყიდაშვილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ოკუპირებულ სოფელ გიორგიწმინდაში იყო პროცედურების გავლამდე.