“ერგნეთში განსაკუთრებული ყურადღება ტატუნაშვილის მკვლელობაზე და ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე გამახვილდება”

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაზე და ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე გამახვილდება.
მონაწილე მხარეებს, დღეს, საქართველოს წარმომადგენელი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას წარუდგენს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჩაუტარდა.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ირაკლი ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვაზე. გამახვილდება ყურადღება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებსა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
რაც შეეხება, არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას, მისივე თქმით, წინა შეხვედრაზე, ამ საკითხზე რუსული მხარისგან შუალედური პასუხი მიიღეს, დღეს კი, კონკრეტულ დადებით ან უარყოფით პასუხს ელის ქართული მხარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები